თელ-ავივის “მძევლების მოედანზე” ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ღაზადან მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმმა საზოგადოებას მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
ფორუმი მძევლების ისრაელში დაბრუნების ტრანსლაციას მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე გეგმავს.
The Times of Israel-ი წერს, რომ „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებას, სავარაუდოდ, დაახლოებით დილის 8 საათზე დაიწყებს. ღაზაში 48 მძევალი იმყოფება, აქედან ცოცხალი, სავარაუდოდ, 20 მძევალია.
