თელ ავივში აფეთქება მოხდა, რომელიც სავარაუდოდ დრონით თავდასხმამ გამოიწვია (VIDEO)

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელ ავივში, რამდენიმე საელჩოსა და დიპლომატიური შენობის სიახლოვეს, მათ შორის -ს საკონსულოს მიმდებარედ, აფეთქება მოხდა.
ისრაელური წყაროების ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ დიდი ზომის დრონმა გამოიწვია, რომელიც ს საჰაერო სივრცეში დაბალ სიმაღლეზე ფრენით ხმელთაშუა ზღვის მხრიდან შემოვიდა. თუმცა, ხელისუფლებას ჯერჯერობით აფეთქების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება აშშ-ს საკონსულოდან 100 მეტრის დაშორებით შენობის სიახლოვეს დაეცა.
ინციდენტის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს 37 წლის მამაკაცი და 25 წლის ქალი, რომლებიც აფეთქების შედეგად დაშავდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამას გარდა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მასშტაბის ზიანი გამოიწვია აფეთქებამ.
X-ზე ასევე ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ თელ ავივში მომხდარი აფეთქების დროს გადაღებული კადრები ჩანს:
Footage from a Doorbell Camera in Tel Aviv in which you can more clearly hear what sounds like a Turboprop driven Engine on a Drone, right before the Explosion. pic.twitter.com/0uDXeczruK— OSINTdefender (@sentdefender) July 19, 2024
FOOTAGE: Dashcam footage captures a drone engine noise prior to the explosion in Tel Aviv.

The explosion occurred dangerously close to the U.S. Embassy. pic.twitter.com/NJiCPZ3V16— Global: Military-Info (@Global_Mil_Info) July 19, 2024