“დააბრუნეთ ისინი ახლავე” – ეს შეძახილები ისმოდა მასშტაბურ მსვლელობაზე, რომელიც თელ-ავივიდან იერუსალიმის მიმართულებით გაიმართა და სადაც ათასობით დემონსტრანტი ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდა. მსვლელობის მონაწილეებს, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გატაცებული ადამიანების ფოტოები და ისრაელის დროშები ეჭირათ.
დემონსტრანტები პრემიერ ნეთანიაჰუს ოფისთან მივიდნენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს..
ხუდღიანი საპროტესტო მსვლელობა თელ-ავივში დაიწყო და იერუსალიმში დასრულდა.