თელავში ხევში დაკარგული მოზარდები მაშველებმა გადაარჩინეს

თელავში, ხევში დაკარგული 2 მოზარდი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
,,თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.
ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.