თელავში საერთაშორისო აეროპორტის ოპერირება რეგიონის პოტენციალს სხვა სიბრტყეში გადაიყვანს – Lopota Lake Resort & Spa

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოსთვის თელავის აეროპორტი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. წელს კი მთავრობის წარმომადგენლების გამოსვლებიდან გაირკვა, რომ აეროპორტი ოპერირებას მიმდინარე წელს შიდა ფრენების მიმართულებით დაიწყებს. 2027 წლიდან კი, არსებული მოლოდინით “მიმინო” საერთაშორისო რეისებსაც მიიღებს. თელავში, აეროპორტის განახლების გაცხადებული მიზანი რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდაა. ამ სიახლეს კახეთში მოქმედი ბიზნესები, განსაკუთრებით კი სტუმარმაპინძლობის დარგის წარმომადგენლები პოზიტიური მოლოდინებით შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ