თელავში, ნადიკვრის პარკში, მხოლოდ ივლისში უკვე სამი კონცერტი ჩატარდა – 10, 17 და 19 ივლისს. ჯამში კონცერტებში მონაწილეობისთვის მუსიკოსებს 21 992 ლარი გადაუხადეს.
მუსიკოსთა მომსახურების მისაღებად „ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა“ ივლისში 5 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა.
აქედან, 10 ივლისს ოთარ ბაზერაშვილის მიერ გამართული კონცერტი ბიუჯეტს 1 915 ლარი დაუჯდა. ამავე დღეს 3 827 ლარი გადაუხადეს ელგუჯა მრელაშვილს.
მოგვიანებით, 17 ივლისს კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. ამ შემთხვევაში ცენტრმა დავით ბრეგვაძის კონცერტში ბიუჯეტიდან 3 500 ლარი გადაიხადა.
19 ივლისს ნადიკვრის პარკში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. ამ კონცერტზე მომღერალთა მომსახურებაზე 12 750 ლარი დაიხარჯა. აქედან 7 650 ლარი გადაუხადეს გიორგი პავლიაშვილს („მასტერი“), 5 100 ლარი კი დაიხარჯა ჯგუფ „სექტორადას“ მომსახურებაზე.
ცენტრი გამარტივებული მეთოდით მომსახურების მიღებას ხსნის შემდეგნაირად: „შესყიდვის საჭიროება განპირობებულია თელავში კულტურის ღონისძიების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტის ჩატარების აუცილებლოbiT.”
bpn.ge
