თელავში, მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თელავში, პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულის, მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
პოლიტიკოსები, ადგილობრივები, ოჯახის წევრები და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული მოქალაქეები, თელავის თეატრთან არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები ბანერებით – „ცეცხლი ოლიგარქიას“, „ძირს უსამართლო სასამართლო“ და შესაძიხილებით მათე დევიძის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ.
პოლიციელზე თავდასხმაში მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
21 წლის მათე დევიძე თელავის მკვიდრია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა