თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
თელავის მერის ინფორმაციით, ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტმა კომპანიამ წარმოადგინა აქტიური ვაკანსიები.
მათი ცნობით, ფორუმზე დასწრების და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა.
„14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის დასაქმების ფორუმზე ყურადღება გამახვილდა შშმ და სსმ პირთა დასაქმებასა და ინტეგრირებაზე.
დასაქმების ფორუმის პარალელურად, ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და პროფესიული კოლეჯების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.
თელავის დასაქმების ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფორუმებს, მოქალაქეთა დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველთვიურად მართავს. შემდეგ ღონისძიებას ივნისის თვეში აჭარა უმასპინძლებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო