“თელავმა” მთავარი მწვრთნელი გადააყენა

“თელავის” პრესსამსახური იტყობინება, რომ მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი ასისტენტები სამუშაოდან დაითხოვეს:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ გორის “დილასთან” 0:1 მარცხის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ “თელავის” ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი თანაშემწეები, კონსტანტინ სინეოკოვი და სერგეი ომელიანჩუკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა – შესაბამისად, მათ კლუბი უკვე დატოვეს.
გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ”.
“თელავი” 12 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 11 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11 მაისს ბათუმში “დინამოს” შეხვდება.