“თელავი” მწვრთნელმა და მისმა თანაშემწეებმა დატოვეს

“თელავი” მწვრთნელმა არმენ ადამიანმა და მისმა ასისტენტებმა დატოვეს, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი”, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 56 წლის სომეხმა მთავარმა მწვრთნელმა არმენ ადამიანმა დატოვა, გუნდიდან წავიდნენ მისი თანაშემწეებიც, არტაშ ადამიანი და ალბერტ საფარიანი.
სკ “თელავი” მადლობას უხდის მწვრთნელებს გაწეული სამსახურისთვის, თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში”.