“თელავის” მწვრთნელმა “დინამოს” განადგურების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის დონე რუსეთისას შეადარა

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში “თელავმა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო” 4:0 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ რუსული “ჩემპიონატი” კახელთა მწვრთნელ ოლეგ ვასილენკოს დაუკავშირდა და საქართველოს ჩემპიონატის დონის შეფასება სთხოვა.
“გუნდს სწრაფად მოვერგე, რადგან ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიხდა. ძალიან თბილი ატმოსფერო გვაქვს, ბიჭები ყველაფერში გვეხმარებიან. კლუბი ძალიან კარგია.
თუ ჩემპიონატის დონეზე ვსაუბრობთ, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის რუსეთის პრემიერლიგის ბოლო რვიანის, ან FNL-ის (რანგით მეორე დივიზიონი) ხუთეულის გუნდები”, – თქვა ვასილენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში