თელავის მუნიციპალიტეტში 2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის შეხვედრები დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტში 2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის შეხვედრები დასრულდა.
თელავის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სოფლების მოსახლეობის შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 1 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, შეხვედრები თელავის მუნიციპალიეტეტის 29 სოფლის მაცხოვრებლებთან გაიმართა.
„კრებებზე მოსახლეობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელეს იმ მიმდინარე საკითხებსა და საჭიროებებზე, რომლებიც პროგრამის დახმარებით უნდა მოწესრიგდეს და გადაიჭრას.
კრებებზე დასახელებული საკითხების მოგვარებისათვის, თელავის მუნიციპალიტეტში, ჯამურად 956 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა უმეტესწილად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების, გარე განათებისა და სკვერების მოწყობის, შემოღობვის, მინი სპოტრული ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.
აღნასიშნავია, რომ პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამის 100%-იანი თანადამფინანსებელია, რაც ბიუჯეტს აორმაგებს და პროგრამას მეტად შედეგზე ორიენტირებულს ხდის,“- აღნიშნულია თელავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ