თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონებს შორის და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონს

თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონებს შორის და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონს
თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს დან, ქუთაისიდან, ამბროლაურიდან და მესტიიდან, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონებს შორის და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონს და კახელებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელსაც “ბიოლის” კურორტი, “მეამას” ოფისი” და ბათუმის “მაკდონალდსის” პროექტები აქვს განხორციელებული.
“თელავის მომავალი აეროპორტი. ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის (შპს ,,ხმალაძე არქიტექტორები”. “ბიოლის” კურორტი კოჯორში, ყავის ქართული კომპანია „მეამას“ ოფისი, ბათუმის “მაკდონალდსი” და ბევრი სხვა განხორციელებული პროექტი) ნამუშევარი დაასახელა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. პროექტის მიხედვით:
აშენდება ახალი ტერმინალი – 200,000 მგზავრზე მეტი გამტარუნარიანობით
სრულად განახლდება და დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე
მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები
აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა
თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს ბათუმიდან, ქუთაისიდან, ამბროლაურიდან და მესტიიდან, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონებს შორის და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონს და კახელებს.” – წერს აბაშიძე.
Previous: LGBT პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს, ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი

ასევე დაგაინტერესებთ

არსებობს ამერიკული ხუმრობა – „ერთადერთი ქვეყანა, სადაც რევოლუცია არასოდეს მოხდება აშშ-ია. მიზეზი მარტივია – აქ აშშ-ის საელჩო არ არსებობს“. ჩვენ 2003 წელს, აშშ-ის ორგანიზებული რევოლუცია 9-წლიან დიქტატურად დაგვიჯდა

იდეალური, უცოდველი და უღალატო მმართველი სისტემის მაძიებელი ეს “დონ კიხოტი” ადრე თუ გვიან დაიღლება რეალური “მეწისქვილის” პირობებში “ქარის წისქვილებთან” უშედეგო ბრძოლით და დაუბრუნდება თავის “დულსინეას”