მათე დევიძის ქალაქში პროტესტისთვის ემზადებიან. სინდისის პატიმრების მხარდამჭერებს თელავის თეატრის წინ დაელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ აიღებს სტარტს ერეკლე მეორის მოედნიდან მშვიდობიანი მარში.
მოქალაქეები აპირებენ, რომ თელავის ქუჩები საპროტესტო ბანერებით შემოიარონ და ადგილობრივ მოსახლეობას გაზეთები დაურიგონ, სადაც იქნება ინფორმაცია, რის გამო გაუშვეს ოთხ წლიან პატიმრობაში 21 წლის ბიჭი.
თელავში ხალხი ძალიან ჩუმად ხართ და მგონია, რომ ცოტა გამოღვიძება გჭირდებათ. იმედი მაქვს დღევანდელ დღეს მაინც გამოხვალთ ცოტა მეტი ადამიანი და მათეს დაანახებთ, რომ არ დაგვიწყებიათ თქვენს თვალწინ გაზრდილი ბიჭი, გვერდით უდგახართ, ამხნევებთ და იმედი გაქვთ, რომ ყველაფერი დასრულდება სამართლიანად. მე ძალიან მიყვარს ჩემი თეკავი, მათესაც ძალიან უყვარს და იმედი მაქვს ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვჭირდება”, – ამბობს ელენე დევიძე.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
