თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები, სტუდენტებს შეხვდნენ. ბორდის ერთ-ერთი წევრის, თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, ახალგაზრდულ ორგანიზაციას დიდი მოლოდინები აქვს და მათ მთავარ მიზანს ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობა წარმოადგენს.
„დიდი მოლოდინები გვაქვს, გვჯერა, რომ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს წარვმართავთ. ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის,“- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო