თეკლა თიკანაშვილი: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ახალგაზრდების გადაწყვეტილებები აისახოს ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებებში

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გრძელდება. დღეს შეხვედრა გურიის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, ბორდის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა შორისაც თეკლა თიკანაშვილია.
თიკანაშვილის განცხადებით, კონფერენციების მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება იზრდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ იზრდება ნდობა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიმართ.
„იზრდება ინტერესი ჩვენი კონფერენციების მიმართ. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიმართ ახალგაზრდებში იზრდება ნდობა, თანამშრომლობის სურვილი. საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონფერენციები გვაძლევს სურათს, თუ რა სჭირდებათ ახალგაზრდებს, გარდა ამისა, ეს კონფერენციები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ახალგაზრდების გადაწყვეტილებები აისახოს ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებებში,“- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი