თეკლა ზუხბა: დანარჩენი ორი კი დაემუქრა ნაცემ 18 წლის ადამიანს თითის ქნევით და ტექსტით “ნახე შენ რა მოგივა”

“გუშინ ღამით სახლიდან გავუშვი სტუმრად მოსული ნათესავები, უწყინარი, მშვიდი ბავშვები, რომლებსაც ჩემ სახლთანვე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე (ოპერის მიმდებარედ) დახვდნენ ტიპები, სცემეს, ტელეფონები წაართვეს და გაუჩხრიკეს, მიაყენეს ფიზიკურთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა.
როცა გავედი ბავშვები უკვე ესაუბრებოდნენ პატრულის ორ ეკიპაჟს, ამ დროს ჩემ თვალწინ მოვარდნენ ეს ტიპები მანქანით, გადმოვიდა სამი გორსალა ორკი, ერთმა გააჩუმა პატრული, დანარჩენი ორი კი დაემუქრა ნაცემ 18 წლის ადამიანს თითის ქნევით და ტექსტით “ნახე შენ რა მოგივა”
ეს ხალხი გავდა მაფიოზური ფილმიდან გადმოსულ კარიკატურას, გრძელი პლაშები, ჭიპამდე შეხსნილი შავი პერანგები, ოქროს ცეპები, არასდროს მსგავსი ხორცშესხმული გოიმობა არ მინახავს.
პატრული იდგა ასე არხეინად.
ბოლო სერიაში ეს ორკები აღმოჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები. ეს საეჭვო, გაუგებარი და დარწმუნებული ვარ სრულიად არაფხიზელი ხალხი იყვნენ “სამართალდამცავები”, რომლებსაც ქონიათ უფლება ასე მივარდნენ ბავშვებს ქუჩაში და სცემონ.
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ
ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ | წერს თეკლა ზუხბა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა