თეირანში, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს

თეირანში, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.
სამგლოვიარო მსვლელობას ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი გაუძღვება, რომელიც ლოცვას აღასრულებს.
ირანში გამართული სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ ისმაილ ჰანიეს ცხედარს კატარში გადაასვენებენ და მას ხვალ დოჰაში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე გუშინ თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.
ასევე, ბეირუთში, ს თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ მეთაური, ფუად შუქრი დაიღუპა.
ისრაელის მედიის ცნობით, რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის ფონზე ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა, Delta Airlines-მა და British Airways-მა ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს.

ასევე დაგაინტერესებთ