თეირანში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს და კიდევ ერთი დაიჭრა

ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა თეირანში სასამართლოს შენობის გარეთ მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანული სამსახური, რადიო ფარდა, იუწყება. დაშავებულია კიდევ ერთი მოსამართლე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა, სანამ მას დააკავებდნენ. ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს.
მსროლელი, წინასწარი მონაცემებით, არ იყო სასამართლოს ვიზიტორი და უზენაეს სასამართლოში არანაირი საქმე არ ჰქონია.

მოკლული მოსამართლეები არიან მუჰამედ მოგიზე და ალი რაზინი. საინფორმაციო სააგენტო “ირნას” ცნობით ისინი სპეციალიზებულნი არიან ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ჯაშუშობასთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებაზე.
როგორც “ფარდა” აღნიშნავს, მოგისე ბევრი პოლიტპატიმრის საქმეს აწარმოებდა და მას ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევასთან ჰქონდა კავშირი, რის გამო მოსამართლე -ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. რაზნი კი 1998 წელს გადაურჩა ტერორისტული თავდასხმას. იმხანად იგი თეირანის მთავარი მოსამართლე იყო, მის ავტომობილში ბომბი აღმოჩნდა ჩადებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე