თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა

თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლეს თავს დაესხნენ. ორი მათგანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა“, – აცხადებს ირანის სახელმწიფო მედია.
თავდასხმა თეირანში, ირანის უზენაესი სასამართლოს შენობასთან მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ