თეირანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ქვეყნის დასავლეთში შეტაკებები მოხდა – ადგილობრივი მედია

ისლამური რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქში 3 იანვრის საღამოს სპორადული საპროტესტო აქციები გაიმართა. ამავე ცნობებით, შეტაკებები მოხდა ქვეყნის დასავლეთში.
დემონსტრაციები გასულ კვირას დაიწყო, როდესაც მაღაზიების მეპატრონეებმა ეკონომიკური პრობლემების გამო მუშაობა შეწყვიტეს. შემდეგ ეს გამოსვლები გაფართოვდა და არეულობაში გაიზარდა, გაისმა პოლიტიკური მოთხოვნები.

საპროტესტო აქციებმა, სხვადასხვა ხარისხით, მოიცვა სულ მცირე 40 ძირითადად, საშუალო ზომის სხვადასხვა ქალაქი, – იტყობინება AFP-ი ოფიციალურ განცხადებებსა და მედიის რეპორტაჟებზე დაყრდნობით.

ოფიციალურ ცნობებით, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები.

საინფორმაციო სააგენტო Fars-მა შაბათ საღამოს თეირანში გამართული საპროტესტო აქციები შეაფასა როგორც „შეზღუდული.“ მისი ცნობით, ისინი „ძირითადად 50-დან 200-მდე ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფებისგან შედგებოდა“.

დემონსტრაციები გაიმართა დედაქალაქის აღმოსავლეთის რეგიონებში – ნოვობათსა და თეჰრანფარსიში, ასევე დასავლეთში ექბათანში, სადეღიესა და სათარხანში; სამხრეთით კი ნაზიაბადსა და აბდოლაბადში, იტყობინება Fars-ის სააგენტო.

დემონსტრანტები გაიძახოდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს, იტყობინება Fars-ი, თუმცა ქვების სროლისა და ნაგვის ურნების დაწვის გარდა, რაიმე სერიოზული ინციდენტი არ აღნუსხულა.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თეირანში არსებული ვითარება „სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთში შექმნილი მდგომარეობისგან განსხვავდებოდა ძალადობის გამძაფრებით და ორგანიზებული თავდასხმებით”.

3 იანვარს, ირანული მედიის ცნობით, მალექშაჰის ოლქში, სადაც დაახლოებით 20 ათასი მცხოვრებია, მათ შორის ქურთი მოსახლეობის დიდი ნაწილი, შეტაკებების დროს უსაფრთხოების ძალების ერთი წევრი დაიღუპა.

„ამბოხებულებმა პოლიციის განყოფილებაზე იერიში სცადეს“, იტყობინება Fars-ი და დასძენს, რომ „ორი თავდამსხმელი მოკლეს“.

ადგილობრივი მედიის მიერ საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია ამომწურავი არ არის და სახელმწიფო მედიის მიერ დემონსტრაციების გაშუქებისას მათი მნიშვნელობა დაკნინებულია, ხოლო სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდე ჩანაწერების ავთენტურობა ხშირად შეუძლებელია.

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში გამოსვლების დაწყებისას განაცხადა, რომ თუ ირანში მშვიდობიან დემონსტრანტებს ესვრიან, მათ დასახმარებლად მოვა. მან თქვა, რომ აშშ მზადაა ჩაერიოს.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპასუხოდ გამოაცხადეს, რომ ინტერვენციის ნებისმიერ მცდელობას საპასუხო დარტყმა მოჰყვება.
ირანში დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები მიმართულია ცხოვრების მაღალი ღირებულებისა და ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.