თეირანში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის და სხვა პირების დაკრძალვაზე

22 მაისს თეირანში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და 19 მაისს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სხვა ოფიციალური პირების დაკრძალვის ცერემონიაზე.
ცერემონიას ხელმძღვანელობს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამეინი – რომელმაც ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ცერემონია დაიწყო თეირანის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტიდან, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ ხელში რაისის პორტრეტები ეჭირათ.
ირანის ლიდერების გარდა – ისლამური რევოლუციის გუშაგთა გასამხედროებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჩათვლით – ცერემონიას ესწრება უცხოეთის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის ს პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი და ავღანეთის თალიბანის ხელისუფლების დელეგაცია.