თეირანს არ სურს -თან პირდაპირი შეხვედრები ბირთვულ სფეროში, მაგრამ არ გამორიცხავს არაპირდაპირ მოლაპარაკებას

ირანმა უარი თქვა -თან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე ბირთვული პროგრამის შესახებ, რომელიც “სწრაფად ფართოვდება.” ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა კვირას განაცხადა. ეს არის თეირანის პირველი ოფიციალური პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილზე, რომელიც
მანამდე ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის გაუგზავნა.

ფეზეშქიანის თქმით, ირანის ხელისუფლების პასუხი ტრამპის წერილზე, რომელიც გაგზავნილია ომანის სახელმწიფოს შუამავლობით (აშშ-სა და ირანს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ), არ გამორიცხავს არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობას. “ჩვენ არ გავურბივართ მოლაპარაკებებს. აქამდე ეს იყო დარღვეული დაპირებები, რაც გვაწუხებდა. აშშ-მა უნდა დაამტკიცოს, რომ სანდოა”, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ჯერ კიდევ ირანის პრეზიდენტის გამოსვლამდე, დონალდ ტრამპმა NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ირანი არ მიაღწევს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, „იქნება დაბომბვა“ და თქვა, რომ ეს იქნება „დაბომბვა ისეთი მასშტაბით, როგორიც ირანს აქამდე არ უნახავს“. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ტრამპმა შექმნა „მშვიდობის საბჭო”, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის – ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)