თეირანი გაერო-ს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობას გეგმავს – აბას არაღჩი

თეირანი გაერო-ს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობას გეგმავს – აბას არაღჩი
ირანის პარლამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, თეირანი გაერო-ს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობას გეგმავს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ დაბომბილ ბირთვულ ობიექტებზე წვდომა უსაფრთხოებისა და უშიშროების პრობლემებს ქმნის.
მისი თქმით, ახალი კანონი ითვალისწინებს, რომ გაერო-ს ბირთვული ენერგიის სააგენტოს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების ინსპექცია უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანხმობას საჭიროებს.
„რადიოაქტიური მასალების გავრცელების რისკი და დარჩენილი საბრძოლო მასალების აფეთქების საფრთხე სერიოზულია. ჩვენთვის, გაერო-ს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ინსპექტორების ბირთვულ ობიექტებთან მიახლოება, როგორც უსაფრთხოების ასპექტს მოიცავს, ისე თავად ინსპექტორების უსაფრთხოების საკითხიცაა, რომელიც უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.