საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
მისივე თქმით, ხანძარი გაჩნდა სავარაუდოდ, სარესტორნო ფართში.
“ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17-ი სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. დაშავებული არავინ არ არის, დამწვარია სარესტორნო ფართის 300 კვადრატი. სავარაუდოდ, ხანძარი სარესტორნო ფართში გაჩნდა”,- განაცხადა მღებრიშვილმა.
ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.




