თეიმურაზ კუპატაძე კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე – პოლიცია მუშაობს, აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე

აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ მედიას ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
„ვმუშაობთ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მუშაობს. აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე“, – განაცხადა კუპატაძემ.
კითხვაზე, იცის თუ არა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, კუპატაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.
„ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით“.
ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში დღეს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?