თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
კარინ ჟან-პიერის თქმით, თეთრი სახლი შეშფოთებულია ორბანის არჩევანით.
„ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს მშვიდობის საქმეს და კონტრპროდუქტიულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად“, – დასძინა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ