თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და აჰმედ ალ-შარაას შორის შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი და აჰმედ ალ-შარაა შეხვედრაზე „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული მშვიდობის საკითხებს“ განიხილავენ.
„სირია გამოაცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალურ კოალიციას შეუერთდება“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.




