თეთრ სახლში დაიწყო ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტი, თეთრ სახლში ჩავიდა -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად, უკრაინის სამომავლო პერსპექტივისთვის კრიტიკულ მომენტში – რომელიც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ზელენსკი ტრამპის დარწმუნებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაში, ს მხრიდან სამომავლო აგრესიის მოსაგერიებლად.
შეხვედრა კონცენტრირებული იქნება შეთანხმებაზე, რომლითაც აშშ-ის უნდა მიენიჭოს წვდომა უკრაინის მინერალების რესურსებზე – რაც იქნება რუსეთთან ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
თეთრ სახლში ყოფნისას ზელენსკიმ ჟურნალისტებთან გამოთქვა იმედი, რომ მინერალებზე შეთანხმება უკრაინისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება – მისი თქმით, მას სურს პრეზიდენტ ტრამპთან უფრო დეტალურად განიხილოს ის, თუ რისი გაკეთებისთვისაა აშშ მზად უკრაინისთვის.
ტრამპის თქმით, კიევთან ამ შეთანხმების გაფორმება იქნება “ძალიან სამართლიანი”, ხოლო რუსეთთან ომში ზავი “საკმაოდ ახლოსაა”. ამასთან, ტრამპი ამბობს, რომ უკრაინელებს კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ.
ზელენსკიმ ტრამპს წარუდგინა ფოტოები, რომლებზეც, მისი თქმით, ასახულია რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებები და თქვა – “ჩვენს ტერიტორიაზე მკვლელთან კომპრომისები არ იქნება”.
შეხვედრის ფონია ტრამპის მხრიდან ახლახან გაკეთებული განცხადებები, რომლებითაც მან ზელენსკის დიქტატორი უწოდა და არასწორად მიანიშნა, რომ ომი, რომელიც ში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს, დაიწყო უკრაინამ. ეს განცხადებები იყო ნაწილი სიტყვების ომისა, რომლისგანაც შემდგომში ორივე ლიდერი დისტანცირდა, პირისპირ შეხვედრისთვის მზადების პროცესში.
თეთრ სახლში მისვლამდე ზელენსკიმ შეხვედრა გამართა ორპარტიულ დელეგაციასთან სენატში, სადაც უკრაინას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. ზელენსკი ასევე შეხვდა ფრანკლინ გრემს, ევანგელისტ სასულიერო პირს, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის რიგებში აქვს გავლენა.