თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთზე დარტყმისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებაზე უკრაინისთვის მიცემული ნებართვა ეხება არა მხოლოდ ხარკოვის სიახლოვეს, არამედ სუმის ოლქსაც

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთზე დარტყმისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებაზე უკრაინისთვის მიცემული ნებართვა ეხება არა მხოლოდ ხარკოვის სიახლოვეს, არამედ სუმის ოლქსაც
-ის თანხმობა, რომ მ რუსეთზე დარტყმისას გამოიყენოს ამერიკული იარაღი, არ ეხება მხოლოდ ხარკოვის რაიონის მახლობლად მდებარე ტერიტორიებს, – ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა გააკეთა.
„ეს ეხება ჩრდილოეთის მთელ რეგიონს, საიდანაც რუსული ძალები ბომბავენ უკრაინას. ადრე, მათ იქიდან შეეძლოთ შედარებით უსაფრთხოდ სროლა, მაგრამ ახლა უკრაინულ ძალებს შეუძლიათ ჩვენი საბრძოლო მასალისა და იარაღის გამოყენება, რათა საპასუხო დარტყმა განახორციელონ”, – თქვა შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორმა.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით ს ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად. მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას ნებართვა მისცა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით მდებარე ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის ქალაქ ხარკოვს უტევენ.

ასევე დაგაინტერესებთ