თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პუტინი-ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობა მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება „მიმდინარეობს“ და „მრავალი ვარიანტი“ განიხილება, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა.
მან კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ კითხვებზე არ უპასუხა.
„ორივე ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ერთმანეთთან დასხდნენ და ამიტომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ამაში დაეხმარება ორივე ქვეყანას“, – განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა გეგმები – შესაძლო სამმხრივიდან ორმხრივ შეხვედრაზე – ლევიტმა თქვა, რომ „ეს იყო იდეა, რომელიც განვითარდა პრეზიდენტ ტრამპის საუბრების დროს , როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან“. მისი თქმით, „ყველა თანხმდება, რომ ეს შესანიშნავი პირველი ნაბიჯია“.
ლევიტია თქმით, ტრამპი „თანხმდება“ ორმხრივი შეხვედრის იდეას -ის დასწრების გარეშე.
„საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ ამ ომში არსებობს უთანხმოების სფეროები, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის უნდა განიხილებოდეს და გადაწყდეს. ამიტომ, მას სურს, რომ ეს ორი ქვეყანა პირდაპირ დიპლომატიაში ჩაერთოს“, – დასძინა მან.