თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოსაგვარებელია „რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი“ დეტალი, რაც უკრაინას, რუსეთსა და -ს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს

არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და -ს შორის. ამის შესახებ აშშ-ის პრესსპიკერი, კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს.
“ბოლო კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით.
არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის”, – წერს ლევიტი.