საჭირო თუ იქნება, რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” დაკავებული გემის ეკიპაჟს აშშ-ში ჩამოვიყვანთ სასამართლოსთვის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
“დილით ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთში დაკვირვების შემდეგ გემი იქნა დაკავებული ორდერით, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გასცა”, – განაცხადა ლევიტმა.
მან აღნიშნა, რომ გემი ვენესუელის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილი იყო, რომელსაც სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა და “აშშ ამ პრეზიდენტის პირობებში ამას არ შეეგუება”.
“სასამართლო ორდერი გემზე მყოფი ეკიპაჟის დაკავებისთვის გაიცა, რაც ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ახლა სუბიექტია ფედერალური კანონის ნებისმიერი დარღვევის გამო გასამართლებისთვის, და საჭირო თუ იქნება, მათ აშშ-ში ჩამოვიყვანთ ამ გასამართლებისთვის”, – განაცხადა ლევიტმა.
ცნობისთვის, დაკავებული გემი რუსეთში იყო რეგისტრირებული და რუსეთის საგარეო უწყების თქმით, მასზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.




