თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ე.წ. შათდაუნის გამო, თანამშრომელთა შემცირება გარდაუვალია

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ე.წ. შათდაუნის გამო, თანამშრომელთა შემცირება გარდაუვალია.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამთავრობო უწყებები უკვე ემზადებიან ამ პროცესისთვის.
იმავე ბრიფინგზე -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ვითარება შესაძლოა, სწრაფად გამწვავდეს და თანამშრომლების გათავისუფლება გახდეს საჭირო, თუმცა დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხმა აუცილებელი სერვისები მიიღოს.
„ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვამბობთ, რომ შესაძლოა, მოგვიწიოს საგანგებო ზომების მიღება. დემოკრატებს თუ ნამდვილად აწუხებთ ეს ვითარება, უნდა აამუშაონ მთავრობა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დემოკრატებს დასდო ბრალი ე.წ. შათდაუნის დაწყებაში.
„მათ, დემოკრატებმა მთავრობა გააჩერეს, რადგან ჩვენ არ ვეთანხმებით უკანონო იმიგრანტების ჯანდაცვის დაფინანსებისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფას. ეს არის რეალური მიზეზი. ამერიკელ ხალხს ვეუბნები – თქვენი მთავრობა ამ წუთას გაჩერებულია, რადგან ჩაკ შუმერმა და დემოკრატიული პარტიის რადიკალურმა ფრთამ მთავრობა გააჩერა და თქვა: „მთავრობას ავამუშავებთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანონო იმიგრანტების ზე მილიარდობით დოლარს გამოყოფთ“. ეს აბსურდია“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
პირველი არხი