თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-მა ღაზის სექტორის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ -მა ღაზის სექტორის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
აშშ-მა ღაზის სექტორის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის შესახებ თეთრი სახლის მთავარი მდივნის მოადგილე, ოლივია დალტონმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები ღაზის სექტორს საკვებითა და სამედიცინო მარაგით დაეხმარება.
დალტონის თქმით, აშშ-მა მეორე ფრენა განახორციელა საჭირო დახმარების ღაზისთვის მისაწოდებლად. როგორც აღინიშნა, თვითმფრინავმა დახმარება ეგვიპტეში ჩაიტანა, საიდანაც შემდეგ ღაზის სექტორში გაიგზავნება.