თეთრმა სახლმა დააანონსა მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტის 15 %-ით, 1 ტრილიონ დოლარამდე გაზრდა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა “უდიდესი სამხედრო ბიუჯეტი შეერთებული შტატების ისტორიაში”, რომელიც გაისად დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარი იქნება . Bloomberg-ის ცნობით ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
“ჩვენ ბევრ ფულს ვზოგავთ, მაგრამ ჯარი უნდა ავაშენოთ და ძლიერი უნდა ვიყოთ, რადგან ახლა გარშემო ბევრი ცუდი ძალაა”, – განაცხადა ტრამპმა.
2026 წლის ოფიციალური სამხედრო ბიუჯეტის დოკუმენტ ჯერ არ გამოქვეყნებულა, ხოლო აშშ-ოს თავდაცვის ამჟამინდელი ბიუჯეტი 850 მილიარდი დოლარია.

პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აპირებს “გონივრულად” დახარჯოს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ყოველი დოლარი “ლეტალურ იარაღზე და საბრძოლო მზადყოფნაზე”. მან პირობა დადო, რომ ტრამპი “სწრაფად აღადგენს ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს.”

იქნება თუ არა ეს ხარჯები კონგრესის მიერ დამტკიცებული, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ტრამპს ორივე პალატაში მხოლოდ მცირე უმრავლესობა აქვს და კენჭისყრის დროს 1-2 ხმით მეტიც მნიშვნელოვანი იქნება.
2025 წლის იანვარში ლოიდ ოსტინმა, რომელიც იმ დროს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის იყო, მთავრობას 2026 წლისთვის თავდაცვის ხარჯების 926.5 მილიარდ დოლარამდე გაზრდის რეკომენდაცია მისცა; 972.8 მილიარდამდე – 2027 ფისკალური წლისთვის, ხოლო 2028 ფისკალურ წელს – ერთ ტრილიონზე მეტამდე. მაგრამ ეს თანხები არ ითვალისწინებდა უკრაინისა და ს სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილ აშშ-ის ხარჯებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა