თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრაზე მუშაობენ

აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია მომავალ კვირას უკრაინის ლიდერთან, სთან შეხვედრაზე მუშაობს. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ვაშინგტონში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ UNIAN-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

მაღალჩინოსნის განაცხადებით, ბაიდენი ნატოს ლიდერებს 9 ივლისს, ალიანსის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, შეხვდება. 10 ივლისს სამიტზე ის მიესალმება შვედეთს, როგორც ნატოს ახალ წევრს, და  თეთრ სახლში ერთობლივი ვახშამი იმ საღამოსვეა დაგეგმილი.

11 ივლისს დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ალიანსის პარტნიორებთან  – ავსტრალიასთან, იაპონიასთან, კორეასთან და ახალ ზელანდიასთან. დღის მეორე ნახევარში კი ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება.

ამის შემდეგ -ის პრეზიდენტი გამართავს ღონისძიებებს 20-მდე მოკავშირისა და პარტნიორის მონაწილეობით, რომლებმაც სთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ექნება, ჩვენ ვმუშაობთ სამიტის ფარგლებში შეხვედრების მოწყობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან. მათ შესახებ მეტი ინფორმაცია გასაზიარებლად უახლოეს დღეებში გვექნება “, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები 9-11 ივლისს სამდღიან სამიტს გამართავენ. ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე დასასწრებად მიწვევა მიიღო.

ამასთან, ნატოს სამიტზე აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალი ნაბიჯების გამოცხადებას გეგმავს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განმარტა, ეს განცხადებები ნატოში გაწევრიანებისკენ „უკრაინის ხიდის ნაწილი“ გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ