თეთრი სახლი წლის ბოლომდე უკრაინისთვის გეგმავს სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ წლის დასრულებამდე უკრაინისთვის გეგმავს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფას, თუმცა დასძენს, რომ შემდეგ მოუწევს “ჩვენს ხელთ არსებული ძალების შევსება” და რომ დამატებითი დაფინანსებისთვის კონგრესმა დაყოვნების გარეშე უნდა იმოქმედოს.
პრეზიდენტი ცდილობს კანონმდებლები – ძირითადად რესპუბლიკელები – დაარწმუნოს გადალახონ ყოყმანი და დაამტკიცონ დახმარება, ანუ სასწრაფო დაფინანსების თხოვნა, 100 მილიარდი დოლარის ოდენობით – რომელიც მოხმარდება სასაზღვრო უსაფრთხოებას, ისრაელსა და უკრაინას. 61 მილიარდამდე დოლარი უკრაინისთვისაა განკუთვნილი.
ის, თუ რა თანხას მოიცავს უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების შემდეგი პაკეტი, დაკონკრეტებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი