თეთრი სახლი – უკრაინელები იძულებულები არიან, საბრძოლო მასალები დიდი სიფრთხილით გაანაწილონ – რუსებმა ეს იციან და თავდასხმებს აგრძელებენ

თეთრი სახლში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები დიდი სიფრთხილით ანაწილებენ საბრძოლო მასალას, რადგან შიშობენ, რომ მარაგი ამოიწურება.
„ბრძოლის ველის მეთაურები ახლა იღებენ მართლაც რთულ გადაწყვეტილებებს. ვიცით, რომ ზოგიერთ ქვედანაყოფში ისინი ძალიან, ძალიან ფრთხილად ანაწილებენ თავიანთ საბრძოლო მასალას, რადგან იწყებენ შეშფოთებას, რომ მარაგი ამოიწურება“, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მ.
მისი თქმით, რუსები ცდილობენ, ისარგებლონ მომენტით და შეუტიონ უკრაინულ პოზიციებსა და მშვიდობიან ქალაქებს.
„რუსებმა ეს იციან. ამიტომაც ისინი აგრძელებენ დრონებისა და რაკეტების გაშვებას – რათა აიძულონ უკრაინელები, გამოიყენონ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, რომლის ჩანაცვლებაც, იციან, რომ ახლა არ ხდება“, – აღნიშნა კირბიმ.