თეთრი სახლი: საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის მაიკლ კარპენტერის თქმით, -ში საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს საქართველოში, ეს არ არის თავსებადი ღირებულებებთან, რაც უდევს საფუძვლად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ვიქნები გულახდილი და ეს არც ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის, ევროკავშირში სწრაფვასთან არის თავსებადი“, — ამბობს კარპენტერი რაუფოღლუს ცნობით.
კარპენტერი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო საქართველოში უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს.
„ნათელია, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივიდან. დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. გულახდილად ვამბობ, შეშფოთების საგანია და სევდის მომგვრელი, როცა ვხედავთ გზიდან ასეთ გადახვევას. იმედს ვინარჩუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიულ სვლას შეცვლის“, — ამბობს კარპენტერი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია