თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების მოპარვა შეწყვიტონ.
გამოცემა BBC-ის ცნობით, პირველ ბორტზე (Air Force One) ჩატარებული ინვენტარიზაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკარგულია ბრენდირებული ბალიშის პირები, სათვალე და მოოქროვილი თეფშები – ისინი სავარაუდოდ მოპარულია.
მსგავსი პრეცედენტის შემდეგ, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ სპეციალური წერილით მიმართა ჟურნალისტებს, რომ ნივთების წაღება აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან დაუშვებელია და აღნიშნული ცუდად აისახება იმ ჟურნალისტებზე, ვისაც თეთრი სახლისგან აკრედიტაცია აქვთ მინიჭებული.
