თეთრი სახლი – მნიშვნელოვანია, ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რაფაჰის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს და სამხედრო ოპერაციები სტრატეგიული სიზუსტით ჩაატაროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ს თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ჯეიკ სალივანმა იოავ გალანტთან შეხვედრისას ისრაელის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი განიხილა.
„მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რაფაჰის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს და სამხედრო ოპერაციები რაც შეიძლება სტრატეგიული სიზუსტით ჩაატაროს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მიწვევით იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის