თეთრი სახლი კრიპტო სამიტს მომდევნო პარასკევს უმასპინძლებს

დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტის პირველ სამიტს თეთრ სახლში მომდევნო პარასკევს გამართავს.
სამიტს ვენჩურული კაპიტალის სპეციალისტი და თეთრი სახლის კრიპტომიმართულების ხელმძღვანელი, დეივიდ საკსი უხელმძღვალენებს.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, -ის პრეზიდენტის მიზანი ინდუსტრიის მხარდაჭერაა.
ტრამპის ორგანიზებით ღონისძიება კრიპტო ინდუსტრიის გამორჩეული კომპანიების დამფუძნებლებს, CEO-ებს და ინვესტორებს გააერთიანებს. აქვე წარმოდგენილნი იქნებიან პრეზიდენტის ციფრული აქტივების სამუშაო ჯგუფის წევრებიც.
ცნობისთვის, ბოლო კრიპტოვალუტებს თაღლითობად მიიჩნევდა, თუმცა, წინასაარჩევნოდ მან რადიკალურად შეიცვალა პოზიცია და 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდუსტრიის განვითარების პირობა დადო. ის დაჰპირდა ამომრჩევლებს, რომ შეარბილებდა რეგულაციები, სექტორის ზედამხედველობისთვის ლიბერალური და მეგობრული პირებს შეარჩევდა და მხარს დაუჭერდა საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.
სხვათა შორის, კრიპტოინდუსტრიამ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტს მილიონობით დოლარი შესწირა.