აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დეკემბერში, კიევისთვის კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას გეგმავს. ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა.
“როდესაც ეს დასრულდება… ჩვენ აღარ გვექნება ხელმისაწვდომი უფლებამოსილება და დაგვჭირდება კონგრესი, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს”, – თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
ცნობილია, რომ სენატში მოლაპარაკებები ორშაბათს გაგრძელდება, სადაც დემოკრატებს მცირედი უმრავლესობა აქვთ შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინასა და ისრაელისთვის დახმარებას და აშშ-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ახალ ზომებს მოიცავს.
”გასული კვირის განმავლობაში, დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი შეთანხმებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო არ არის დასრულებული, დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ”, – თქვა სენატის დემოკრატმა ჩაკ შუმერმა.