თეთრი სახლი – დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ის ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ -ის პრეზიდენტი, ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.
ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა.
დონალდ ტრამპი ალასკიდან ენდრიუსის ბაზაზე ჩავიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე – ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ