თეთრი სახლი – ირან-ისრაელის კონფლიქტში -ის ჩართვაზე გადაწყვეტილებას ორი კვირის განმავლობაში მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა ირან-ისრაელის კონფლიქტში პირდაპირ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შანსი, რომელიც უახლოეს მომავალში ირანთან, შესაძლოა, შედგეს ან არ შედგეს, გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც კაროლინ ლევიტმა გააჟღერა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ BBC-ს განუცხადა, რომ აშშ-ის ჩარევა რეგიონში ჯოჯოხეთს გამოიწვევს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის უზენაეს ლიდერს „აღარ შეიძლება არსებობის უფლება მიეცეს“ მას შემდეგ, რაც ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად ბეერ-შებაში საავადმყოფო დაბომბეს და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 71 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი წინა კვირის პარასკევიდან გამწვავდა, როდესაც ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)