თეთრი სახლი – დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის

-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
მისი თქმით, კიევსა და ვაშინგტონს შორის „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე უთანხმოება კვლავ რჩება.
„პრეზიდენტს სურს, რომ ეს შეთანხმება მიღწეული იყოს და ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მანამდე, მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მიმდინარე კვირაში, კერძოდ 27 ნოემბრამდე ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში „სამშვიდობო გეგმის“ განხილვას გეგმავდნენ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე -ისა და უკრაინის დელეგაციებმა ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, თუმცა „პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის განსახილველად დატოვეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია