თეთრი სახლი – დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოძალადე ახალმოსახლეების თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს

თეთრი სახლი ისრაელელი ახალმოსახლეების მიერ დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.
„დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოძალადე ახალმოსახლეების თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია -ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც The Times of Israel-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა დაიცვას ყველა საზოგადოება ზიანისგან. ეს მოიცავს ჩარევას ამგვარი ძალადობის შესაჩერებლად და ძალადობის ყველა ჩამდენი პირის პასუხისგებაში მიცემის.
ცნობისთვის, დასავლეთ სანაპიროს სოფელ ჯიტში ათობით ნიღბიანმა ახალმოსახლემ არეულობა მოაწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 23 წლის ადგილობრივი პალესტინელი, დაიწვა ოთხი სახლი და ექვსი ავტომობილი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ