თეთრი სახლი – ბატონმა პუტინმა ჩვენს არჩევნებზე საუბარი და მასში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, წერტილი

ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენს არჩევნებზე საუბარი, წერტილი. მან, ასე თუ ისე, უპირატესობა არავის უნდა მიანიჭოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ს პრეზიდენტ ს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, -ის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობას კამალა ჰარისს ანიჭებს.
„ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი და დიდად მადლიერი ვიქნებით, თუ ბატონი პუტინი, შეწყვეტს ჩვენს არჩევნებზე საუბარს და შეწყვეტს მასში ჩარევას“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს კამალა ჰარისს უჭერს.
„ვამბობდი, რომ ჩვენი ფავორიტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოქმედი პრეზიდენტი, ბატონი ბაიდენი იყო. ის მოხსნეს რბოლიდან და მან რეკომენდაცია მისცა ყველა თავის მხარდამჭერს, რომ მხარი დაუჭირონ ქალბატონ ჰარისს. ასე რომ, ჩვენც ასე მოვიქცევით, მხარს დავუჭერთ მას“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”