თეთრი სახლი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას რაფაჰში ოპერაციის შესახებ თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ს პრემიერ-მინისტრ სთან სატელეფონო საუბრისას რაფაჰში ოპერაციის შესახებ თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ -ის პრეზიდენტთან საუბრისას კერემ შალომის გადასასვლელის თავიდან გახსნას დათანხმდა.
ასევე, სატელეფონო საუბრისას, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის ბოლოდროინდელი მცდელობების შესახებ აცნობა და რაფაჰში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაუმეორა.
შეგახსენებთ, ისრაელმა კერემ შალომის გადასასვლელი მას შემდეგ დახურა, რაც გუშინ, გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია